საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადიან. საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა გრძელდება.
ხელშეკრულებას ხელი საფრანგეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერა. ლევან იზორიას განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება, ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.