15 აგვისტომდე საქართველო სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“-ს უმასპინძლებს
პირველიდან 15 აგვისტომდე საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“-ს უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. აშშ-ის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის – „სტრაიკერის“ კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაატარეს.
ამის შემდეგ, კი ტექნიკა გორში გაჩერდა, სადაც მოსახლეობას მისი დათვალიერების საშუალება ჰქონდა. ამერიკული ჯავშანტექნიკა ამ დროისთვის უკვე ვაზიანის ბაზაზეა განლაგებული.