შუახევში, ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
სოფელ ბუთურაულში სამოცამდე ოჯახი განსახლებას ითხოვს. მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ამტკიცებენ, რომ სოფელი წითელ ზონაშია, ტერიტორია არის მთლიანად მეწყერსაშიში და ცხოვრება საფრთხის შემცველია.