დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში – სოფლების ნაწილში გადაადგილება შეზღუდულია. ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან აღარ თოვს. საავტომობილო მოძრაობა გართულებულია კურორტ გოდერძის მიმართულებით. ხულოს დაბასა და სოფლებთან მისასვლელი გზების ნაწილი გაწმენდილია.

ამ დროისთვის ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებები დარჩენილია მხოლოდ ერთეულ სოფლებში – შუახევსა და ხულოში. უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევში და ხიჭაური-ნაღვარევის ცენტრალურ გზაზე.