გამაფრთხილებელი აქცია ქუთაისში.
სამკერვალო საწარმოს 120-მდე თანამშრომელი დამსაქმებელს შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
სახელფასო დავალიანება, კუთვნილი შვებულების არარსებობა, მძიმე პირობები და იძულებით გაცდენილი დღეები ანაზღაურების გარეშე.
პროტესტს პროფკავშირებიც შეუერთდნენ. კომპანია „ქუთექსის“ ხელმძღვანელობა კი ბრალდებებს უარყოფს.