მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ, თუმცა ზუსტი რიცხვი ცნობილი მოგვიანებით გახდება. დაკავებულებს შორის ორი ჟურნალისტია.
მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.