მინსკში, პუშკინის მეტროსთან პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აქციების დროს დაღუპული დემონსტრანტის, ალექსანდ ტარაიკოვსკის იმპროვიზებულ მემორიალთან იყვნენ შეკრებილი, რა დროსაც დააკავეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში არ მუშაობს რამდენიმე მეტროსადგური და მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ინტერნეტი. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.