სომხეთში პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება.
სამთავრობო შენობების ნაწილი ბლოკირებულია, პროტესტის ფონზე არჩეული პრემიერი დუმს. ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ორგანიზებული აქცია ამჯერად რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს. დემონსტრანტები 10-წლიანი მმართველობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრად არჩევას აპროტესტებენ და უკან დახევას არ აპირებენ. დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს ერევანში მიმდინარე მოვლენებს.