საპროტესტო აქცია ბათუმში. 150-მდე მოქალაქე სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს და გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზეს, უმეტესობას გარკვეული სერვისი დაწყებით ეტაპზე გაეწია კიდეც, რის შემდეგაც კლინიკამ მათ მომსახურება შეუწყვიტა.
მოქალაქეები, რომლებიც თავს დაზარალებულად აცხადებენ, ამბობენ, რომ ვითომდა უფასო სერვისის მისაღებად თითოეულ პაციენტთან ბანკის განვადება გაფორმდა.
ბრალდებებს უარყოფს სტომატოლოგი ზაზა ღოღობერიძე, რომელიც გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა. ის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა პაციენტს სერვისი ბოლომდე გაუწიოს.