ქობულეთის 5 სოფლის მოსახლეობა თხილის მოსავლის განადგურების გამო სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
აჭარის მთავრობასთან დღეს სოფლის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და კომპენსაცია მოითხოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ თხილის მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა, მავნებელი კი უხარისხო პესტიციდების წყალობით გამრავლდა.
აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თევდორაძეც შეუერთდა.
აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა და განმარტებები გააკეთა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.