საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო დოკუმენტი

შეიქმნა დოკუმენტი, რომელმაც საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ჩარიცხული თანხების დაბანდება უნდა დაარეგულიროს.

ეს არის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად და როგორ უნდა მოხდეს პოტენციური პენსიონრების კუთვნილი თანხების ინვესტირება, როგორ უნდა იყოს დაზღვეული რისკები და როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა საკუთარი თანხიდან სარგებელი. ამ მომენტისთვის საპენსიო სააგენტოში უკვე მილიარდამდე ლარია მობილიზებული და სხვადასხვა ბანკში გადანაწილებული.