საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში

ხუთ წელიწადში მიღებული მილიარდი ლარი მოგების სახით – 2019 წლიდან ამოქმედებული საპენსიო ფონდი საქმიანობას აჯამებს. სწორედ სააგენტო ინახავს მოქალაქეების ყოველთვიურ საპენსიო დანაზოგებს, რომლებსაც სარგებლის მიღების მიზნით სხვადასხვა კომპანიის აქტივებში აბანდებს. მიღწევად სახელდება ის შესაძლებლობაც, რომლის მიხედვით მოქალაქეებს საკუთარი დანაზოგების სხვადახვა რისკის მქონე პორტფელში განთავსება შეუძლიათ. დაგროვილი პენსიების გატანის საშუალება მოქალაქეებს საპენსიო ასაკში გასვლის შემდეგ მიეცემათ.

შალვა სუმბაძე არკვევდა, რამდენად დაცულია საპენსიო თანხები ფინანსური რისკებისგან და რამდენად ძლიერია დანაზოგების კონტროლის მექანიზმები.