საპენსიო სესხის პროცენტი მცირდება

ერთ თვეში გაირკვევა, რომელი ბანკი მოემსახურება პენსიონრებს ახალი პირობებით.

უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 10%-ით შემცირდება და მაქსიმუმ 26% იქნება. ე.წ. ჭერის დაწესებას და განაკვეთის შემცირებას ექსპერტები მიესალმებიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რეალური სესხის მოცულობა მაინც უფრო მეტი იყოს. თავის მხრივ ხელისუფლება პირობას დებს, რომ საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო დაწევაზე იმუშავებს. საქართველოში მცხოვრებ პენსიონერთა თითქმის ნახევარს საბანკო ვალდებულებები აქვს. საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო. განაკვეთის შემცირების მიზნით ზაფხულში შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში ოპოზიცია და სფეროს ექსპერტებიც არიან ჩართულები. „მოამბე“ დაინტერესდა, არსებობს თუ არა საპენსიო სესხებზე პროცენტის კიდევ უფრო დაწევის პერსპექტივა.