საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოსმენა

ხმაურიანი აღმოჩნდა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი გამოსვლა პარლამენტში.

ლევან სურგულაძემ, დეპუტატებს ცოტა ხნის წინ ამოქმედებული მასშტაბური რეფორმის ანგარიში ჩააბარა.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ამ დროისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დატოვებული.

დეპუტატთა კითხვების ძირითადი ნაწილი თანხების სამომავლო განკარგვას და ამ კუთხით არსებულ რისკებს ეხებოდა. ლევან სურგულაძეს კანონმდებლების პრეტენზიების მოსმენა მოუხდა ყოველთვიური საპენსიო შენატანების განმკარგავ საბჭოზეც, რომელიც ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა.