კანონპროექტი კერძო საპენსიო სისტემის შესახებ

მოქალაქეებს კერძო საპენსიო სისტემაში ჩართვა შეეძლებათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში უკვე იხილავენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პირს როგორც სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემით, ასევე კერძო საპენსიო დანაზოგით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ამისთვის მან საპენსიო ფონდის პარალელურად ყოველთვიურად დანაზოგი კერძო საპენსიო კომპანიებშიც უნდა შეიტანოს. დაგროვებითი საპენსიო სისტემის მსგავსად, მოქალაქეს თანხის დაგროვებაში დამსაქმებელი ამ შემთხვევაშიც დაეხმარება.