საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის კინოდარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდა. ლევან სურგულაძემ სტუდენტებს საპენსიო რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ სიტყვით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც გამოვიდა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა სტუდენტებთან არსებული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა.