საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოსმენა

საპენსიო სისტემა საჯარო სექტორში მომუშავე 2 712-მა და კერძო სექტორში მომუშავე 433-მა ადამიანმა დატოვა.

საუბარია 40 წელს გადაცილებულ პირებზე. ინფორმაცია დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა წარადგინა. დეპუტატები ლევან სურგულაძეს, უკვე სამი საათია უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი კითხვები თანხის განთავსების რისკებს უკავშირდება. ასევე კანონმდებლები კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის პენსიის დაგროვება ნებაყოფლობითი.

სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობს თემაზე.