საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ახალი წესი

6 აგვისტოდან მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის ინვესტირებისას პორტფელის არჩევის უფლება აქვთ. საუბარია სამი სახის საინვესტიციო მიმართულებაზე. დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი. 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები ავტომატურად მაღალ რისკიან პორტფელში მოხვდნენ, 40-დან 50 წლამდე ადამიანები საშუალო რისკიანში, ხოლო 50-დან ზემოთ დაბალ რისკიანში. მოქალაქეებს ავტომატური გადანაწილების ცვლილება სწორედ 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ექნებათ. ამისთვის მათ საპენსიო სააგენტოს ან იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ.
დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა. მასში ჩართულია მილიონ 400 ათასზე მეტი მოქალაქე. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 4,811 პირმა, ხოლო პენსიის სახით გაცემულია 12 მილიონ ლარზე მეტი.