საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სემინარი თბილისში

თბილისში საქართველო-ჩინეთს შორის ინვესტირებისა და თანამშრომლობის მიზნით, სემინარი მიმდინარეობს. კონფერენცია მიზნად ისახავს ქართული მხარისთვის როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო შესაძლებლობების გაცნობას, ასევე  ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებას. კონფერენციას ჩინეთის ქალაქ იანანის ხელმძღვანელობა ესწრება, რომლებიც თბილისთან საქმიანი ურთიერთობების დაწყებას გეგმავენ. თბილისის მერის მოადგილე უკვე შეხვდა მათ და შესაძლო სამომავლო თანამშროლობაც განიხილეს.