36 წლის ქალი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
არაღიარებული რეჟიმი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. ე.წ. სამართალდამცავების მტკიცებით, თანხის სანაცვლოდ ოთინაშვილი ამ პროცესში სხვებსაც ეხმარებოდა. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე წითელი ჯვრის კომიტეტი, რომელსაც დაკავებულთან შეხვედრის საშუალება ამ დრომდე არ მისცემია. ცხინვალიდან არც გატაცებულის ოჯახს არავინ დაკავშირებია.