პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის წევრი ალექსანდრე ბარამიძე, თბილისის მერიისგან საარჩევნო ბანერების განთავსების ნებართვას ითხოვს. სანდრო ბარამიძის თქმით, მთაწმინდაზე, მეორე ტურის დანიშვნიდან მეორე დღეს, შალვა შავგულიძის პლაკატები ჩამოხსნეს, მისი კონკურენტის, ლადო კახაძის ბანერები კი – დატოვეს.