სანდრა რულოვსი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და როგორც თავად აცხადებს, მზად არის, ხმლით გააგრძელოს ბრძოლა.
ფოიერვერკებისა და სიგნალების მიუხედავად, არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს, მათ არჩევნებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია“.
რულოვსის განცხადებით, ის გადადის ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ზუგდიდიდან იწყება.