წინასაარჩევნო გარემო და მოწოდებები

19 მაისის არჩევნები რომ დაძაბულ გარემოში ჩაივლიდა, ამას პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაც აჩვენებდა.

მარათონის დაწყების დღიდან მოვლენების ეპიცენტრში ორი ოლქი აღმოჩნდა. ზუგდიდი, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებში 16 კანდიდატს შორის კენჭს მიხეილ სააკაშვილის მეუღლეც იყრიდა და მთაწმინდა, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ. სწორედ მთაწმინდამ გადაკვეთა წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პარტიის გზები.

დაძაბულ საარჩევნო ფონს ამჯერადაც თან სდევდა კონკურენტი პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები. კონკურენციას ის ფაქტორიც ამძაფრებდა, რომ ოპოზიცია 19 მაისის არჩევნებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ერთგვარ ტესტად და გენერალურ რეპეტიციად აცხადებდა.

რა სტრატეგია ჰქონდათ არჩევნებში ჩართულ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შერჩეული, – თემის დეტალები „მოამბეში.“

დატოვე კომენტარი