მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ ხელმოწერებს ის საქართველოს მასშტაბით შეაგროვებს.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დღეს პირველი ხელმოწერა მოთხოვნაზე სანდრა რულოვსმა გააკეთა. ყოფილი პირველი ლედი აცხადებს, რომ ის მაჩალიკაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში პირადად დაეხმარება.