სამუშაო შეხვედრა

სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღინიშნა, რომ ENPARD მხარს უჭერს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის განვითარება და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა. იმსჯელეს მეწარმეობის მხარდაჭერასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე.