რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ ასია ბიბი თავისუფალია. ღვთის გმობაში ბრალდებულმა პაკისტანელმა ციხე დატოვა. ახლა კი მისი მთავარი გამოწვევა კონსერვატიული მუსლიმებისგან თავის დაცვა და უსაფრთხოდ დარჩენაა.
ქრისტიანი ქალის მიერ მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გაუქმება პაკისტანის და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცენტრალური აზიის ქვეყანაში საყოველთაო მღელვარება გამოიწვია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პაკისტანის რელიგიური უმცირესობები უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ.