დიდთოვლობა პაკისტანში

18:25, 09.01.2022

პაკისტანის ჩრდილოეთში დიდთოვლობის გამო სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. საკურორტო ქალაქ მურში, ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი ტურისტი ჩავიდა, ქალაქის სიახლოვეს წარმოქმნილმა საავტომობილო საცობმა კი მგზავრთა თოვლში ჩარჩენა გამოიწვია. შედეგად, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გაიყინა ექვსი ადამიანი, ხოლო დანარჩენი გამონაბოლქვით მოიწამლა. სატრანსპორტო კოლაფსის გამო, დანიშნულების ადგილამდე ათასამდე მანქანა ვერ ჩავიდა. გზების გადაკეტვა თოვლმა და ხეების გამო ჩახერგილმა გზებმა გამოიწვია.

მსგავსი