სტიქია პაკისტანში

უკვე მეორე თვეა პაკისტანში სეზონური წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობებს და მეწყერს ებრძვიან. მარტო გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 119 ადამიანი დაიღუპა. სულ კი, ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლთა რაოდენობა 1 000-ს აღემატება. წყალდიდობების შედეგად დაზარალებულია 33 მილიონი ადამიანი, ყოველი მეშვიდე პაკისტანელი სახლისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. პრემიერმა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა და მსოფლიო თანამეგობრობას დახმარებისკენ მოუწოდა. სეზონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობები პაკისტანში იშვიათობა არ არის, თუმცა ქვეყნის კლიმატის მინისტრი ბოლო დროს ნალექის რაოდენობის ზრდას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს.