სამთავრობო გეგმის პრიორიტეტები

მთავრობის მეთაურმა მომავალი ოთხი წლის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრიორიტეტები გაიწერება სამთავრობო პროგრამაში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი საგარეო პოლიტიკა – კონკრეტულად კი ევროინტეგრაციის პროცესის გააქტიურება იქნება. კობახიძის განცხადებით, 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90 % იქნება შესრულებული.