სამშვიდობო მისია ავღანეთში 

ერთი წლის წინ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს. არ არის გამორიცხული, რომ ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები ავღანეთში მაისის შემდეგაც დარჩნენ, რაც „თალიბანის“ უკმაყოფილებას იწვევს. ავღანური რადიკალური მოძრაობა ქვეყნიდან ყველა უცხოელი ჯარისკაცის გაყვანას ითხოვს. თებერვალში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სწორედ ავღანეთის სამშვიდობო პროცესი იქნება. ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი გეგმის პარალელურად ავღანეთში ტერორისტული თავდასხმები გახშირდა.