ბორის ჯონსონის პროგნოზი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ომის ეკონომიკურმა შედეგებმა შესაძლოა, აიძულოს უკრაინა, რუსეთთან არახელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შესახებ უკვე ბევრი სახელმწიფო საუბრობს. ამასთან ერთად, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ომში გამარჯვების შემთხვევაში, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საშიში შედეგი დადგება და ამას შესაძლოა გრძელვადიანი ეკონომიკური კატასტროფა მოჰყვეს.