ილჰამ ალიევის ინიციატივა

პრაღაში განიხილეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინადადება, – აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რეგიონში ახალი რეალობა შეიქმნა და ბაქო სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე მხარი დაუჭირა თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საჭიროებას.