აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„სომხეთი კვლავ მისდევს მოლაპარაკებების იმიტაციის პრაქტიკას“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაღებია. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არაერთხელ გამოუჩენია ინიციატივა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების თაობაზე და ამ მიზნით, შესაბამისი კომისიაც დაამტკიცა.