სამშენებლო დეველოპერებისთვის „სამშენებლო ფორუმი“ გაიმართა

სამშენებლო დეველოპერებისთვის სამშენებლო ფორუმი გაიმართა, სადაც 86 კომპანიის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანია, ქალაქის ურბანული განვითარების დაგეგმარება და მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გაუმჯობესება.

კომპანიების წარმომადგენლებმა ყურადღება გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე გაამახვილეს. ფორუმის ფარგლებში იმ სამომავლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პრიორიტეტი დაბალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქნება.