„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ მმართველი კომიტეტი და „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის კრიზისის დასაძლევად, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გაათავისუფლონ ნიკა მელია და გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი დიპლომატიური კორპუსის მედიაციით. ასევე ითხოვენ, განიხილონ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში ჩართული პოლიტიკური აქტორების მიერ უნდა განისაზღვროს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი. ასევე, დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი შემუშავდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კოალიციების ფართო მონაწილეობით.
მოამბე