დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

დასავლეთის მხრიდან კრიტიკა და დაფინანსების შეჩერება ისევ ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების განცხადებების შემდეგ, კომენტარი ფრანგმა დიპლომატმაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, ფინანსური დახმარების მთავარი ადრესატი მედია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს. რატომ ჩერდება დახმარება თავდაცვის სფეროსთვის და რატომ მიემართება ეს რესურსი მესამე სექტორის მიმართ? – ეს კითხვა მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის ნაწილსაც აქვს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დაფინანსების უკან კონკრეტული ინტერესი დგას.