კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  

ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების უარყოფითი შეფასებებისა და პოზიციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროექტს კანონად აქცევენ.

რა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა სადავო პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, მანანა დევაძე გაგვაცნობს.