კანდიდატების აქტივობების პარალელურად, მეორე ტურის წინ საკუთარ პოზიციას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება ლოზუნგით „მე ვიცავ თავისუფლებას”, „არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!“.
ინიციატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიმბოლურად 7 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში შეიკრიბონ და შეიმუშაონ გეგმა, რომელიც გამარჯვებას არა ძალადობითა და ტყუილით, არამედ – საარჩევნო ყუთთან, მთავარი იარაღით – ამომრჩევლის ხმით უზრუნველყოფს.