პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის

თბილისში გაიმართა ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის. ფორუმი ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერებისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. ღონისძიება საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და დანიისა და შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 350-ზე მეტმა პირმა მიიღო. ფორუმი საქარველოს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალების როლის წამოწევა ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გენდერის მიმართულებით ქვეყანაში გამოწვევებზე ისაუბრეს ფორუმის მონაწილეებმა.