სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამუშაო ფორმატი. მათი თქმით, აღნიშნული მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, მიმდინარე წელს ორჯერ მიმართეს. ასევე, მათი განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა.