სავალუტო ბაზარზე არსებული რყევები სამომხმარებლო ფასებზე აისახება.
სტატისტიკის სამსახურის დღევანდელი მონაცემები აჩვენებს, რომ წინა თვეს პროდუქტების ფასებმა მკვეთრად მოიმატა. ზრდა ყველა სახეობის პროდუქციაზე ფიქსირდება. მორიგი ინტერვენციის და მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მიუხედავად, ხელოვნური ჩარევები ამ ეტაპზე უშედეგოა. ეროვნული ვალუტა ორი ლარის და 97 თეთრის ნიშნულს ისევ ვერ სცდება. ეროვნული ბანკი ფასების ზრდის ტენდენციის შენელებას მომავალი წლიდან ელოდება.