ლარი გამყარებას განაგრძობს

ლარი მყარდება.

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, პირველად ერთი აშშ დოლარი 3 ლარზე ნაკლები ღირს.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი 2 ლარად და 93 თეთრად იყიდება. გამყარების პროცესი ზაფხულიდან ნელი ტემპით დაიწყო, წლის ბოლოდან კი ტემპი დაჩქარდა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ლარმა პოზიციები თითქმის 15 თეთრით გაიუმჯობესა. გამყარების ტენდენციის მიუხედავად, ისევ მაღალ ნიშნულზეა ინფლაციის მაჩვენებელი. საინტერესოა, როდის აისახება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე დადებითი ტენდენციები სამომხმარებლო ფასებზე. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო პროგნოზები არაერთგვაროვანია.