ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი

საგანგაშო ნიშნულზეა ინფლაციის მაჩვენებელი. საქსტატის დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად სამომხმარებლო ფასების ზრდამ 7,2%-ს მიაღწია. გაძვირდა სასურსათო პროდუქტები, ფასებმა მკვეთრად აიწია წამლებსა და ჯანდაცვის სერვისებზე. ინფლაციის ზრდას ექსპერტები ლარის გაუფასურებას და პანდემიით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებენ. ინფლაციის ზრდის შეჩერება ეროვნულ ბანკს ხელოვნურად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შეუძლია, რაც ცოტა ხნის წინ უკვე მოხდა. სფეროს სპეციალისტები ახლა ერთადერთ გამოსავალს ეროვნული ვალუტის რაც შეიძლება სწრაფად გამყარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ხედავენ.