ლარის კურსი

გუშინდელთან შედარებით ეროვნულმა ვალუტამ დოლარის მიმართ პოზიციები გაიუმჯობესა.

ამ დროისთვის სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარი 3 ლარი და 42 თეთრი ღირს, თუმცა სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო დღის პირველ ნახევარში. ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 3 ლარიდან და 43 თეთრიდან დაიწყო და 12 საათისთვის 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარსა და 47 თეთრს მიაღწია, რის შედეგადაც სავალუტო ბაზარზე ლარის პანიკური გაუფასურება დაიწყო და 1 დოლარის ფასმა 3 ლარსა და 50 თეთრს მიაღწია. დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. ამ ეტაპზე „ბლუმბერგზე“ 1 დოლარი 3 ლარად და 42 თეთრად იყიდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი კი 3 ლარი და 44 თეთრია.

დატოვე კომენტარი