ინფლაციის მაჩვენებელი

სამომხმარებლო ფასები სულ უფრო იზრდება.

სასურსათო პროდუქტებს შორის ბოლო თვეებში ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული და ხილი. ინფლაციის მაჩვენებელი 13%-ს ისევ ასცდა. სფეროს ექსპერტები მიზეზად ფასების გლობალურ მატებას და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. ამ ეტაპზე ძალაში რჩება ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვით წლის ბოლოსთვის ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდება. თუმცა უკრაინის ომის დაწყებამდე ცენტრალური ბანკი 2020 წლის დასასრულს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას ვარაუდობდა.