სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს. „კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაიწყო. მანევრებში 10 000 სამხედრო მოსამსახურე, არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ავიაცია მონაწილეობს. „სწავლების დროს გამოიყენებენ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს და გამოცდილებას, რომელიც სამხედროებმა, მათ შორის სირიის რესპუბლიკაში მიიღეს“, – წერია სტატიაში“. წვრთნაში ჩართულია 50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ორი ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, ასევე 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა. აღნიშნულს უკვე მოყვა შეფასებები თბილისში.