„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიხურა

სამხედრო წვრთნები საქართველოში 20 ქვეყნის მონაწილეობით –ღირსეული პარტნიორი 2022“ ოფიციალურად დასრულდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. საერთაშორისო სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. სწავლებაში წელს პირველად მონაწილეობდნენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები. დახურვის ცერემონიაზე სამხედრო მოსამსახურეები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ საქართველომ წელს მეექვსედ უმასპინძლა.