ჩინეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დასრულდა

ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბრძოლისათვის მზად არიან. ჩინეთმა წვრთნები ტაივანის ლიდერის შეერთებულ შტატებში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. „შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ დროს იბრძოლონ ტაივანის დამოუკიდებლობისთვის “, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე, ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ სამხედრო სწავლება ერთგვარი გაფრთხილება იყო ტაივანისთვის. შეგახსენებთ, რომ ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარა. მაშინ ეს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტს უკავშირდებოდა.