წვრთნები ნორიოს ბაზაზე

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარე კურსში, ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. წვრთნები ორ ფაზად ჩატარდა. პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, სადაც კურსანტებს შესაძლებლობა მიეცათ საწვრთნელი ხაზები მოეწყოთ და რეალურ ქვედანაყოფზე დაკვირვება განეხორციელებინათ. ხუთდღიან სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.