სამხედრო ჰოსპიტალი დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მკურნალობას უტარებს
უფასო სამედიცინო მკურნალობას უტარებს დევნილ მოსახლეობას სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ. მათ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს.
ჰოსპიტალში გამოკვლევები პაციენტების პირველ ნაკადს უკვე ჩაუტარდა. მსურველები მომსახურებით სარგებლობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2-3 დეკემბერს, 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ.